ჯგუფური ვარჯიშები PROLIFE-ში


Published on 21 თებ 2018

ჩვენს კლუბში, ტრადიციული ფიტნესის გარდა, განსაკუთრებით განვითარებულია ჯგუფური ვარჯიშების მიმართულება. მომხმარებლებს 14 სახის ჯგუფურ ვარჯიშს ვთავაზობთ.

 

პილატესი

პილატესი - ესაა პლასტიკისა და კოცენტრაციის, სუნთქვისა და კოორდინაციის სისტემა.

ორგანიზმის მიერ პილატესისგან მიღებული სარგებელი შეუფასებელია. ვარჯიში ნელი და ფრთხილი მოძრაობებისგან შედგენა, რაც კუნთებს ჭიმავს და ამკვრივებს. პილატესს ერთმანეთთან ჰარმონიაში მოჰყავს სხეულის ყველა ნაწილი.

ვარჯიშების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, პილატესის დროს  მოქმედებაშია არა მხოლოდ დიდი, არამედ პატარა კუნთებიც. ეს ვარჯიში განკუთვნილია ნებისმიერი ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის.

პილატესი შესანიშნავი საშუალებაა გავთავისუფლდეთ წელის, მხრებისა და კისრის არეში ქრონიკული ტკივილისგან.

 

ფიტნეს იოგა

ეს მიმდინარეობა სასარგებლობა სხეულის გაჯანსაღებისთვის, მოქნილობის მოსამატებლად, კუნთებისა და მყესების გაძლიერებისთვის, ფქსიქოემოციური სტრესის მოსახსნელად. ამ ყველაფერს ფიტნეს იოგა განსაკუთრებული სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშებით აღწევს.

ფიტნეს იოგა განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ფიტნეს იოგა სრულდება სუნთქვით, სტატიკური ვარჯიშებით და ბოლოს აუცილებელი რელაქსაციით.

ფიტნეს იოგათი დაკავების შემდეგ, თქვენ იგრძნობთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ ჰარმონიასაც.

 

სტეპი

სტეპ-აერობიკა - ესაა ცეკვაზე დაფუძნებული ვარჯიში, რომელიც სპეციალურ პლატფორმაზე სრულდება.

სტეპ-აერობიკა 200-ზე მეტ მოძრაობას მოიცავს. ამ მოძრაობების შესრულება ნებისმიერი ფიზიკური შესაძლებლობის მქონე, ნებისმიერი ასაკის პირებს შეუძლაით.

 

აერობიკა

აერობული ვარჯიშები - საკმაოდ ენერგიული ვარჯიშები, რომლებიც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ვარჯიშების სისტემატიურად კეთება თქვენი გულისა და ფილტვების სათანადოდ მუშაობას უზრუნველყოფს. აერობული ვარჯიშები ცხიმს სხვა ვარჯიშებთან შედარებით სწრაფად წვავს.

აერობიკა - ესაა ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც, აერობული ვარჯიშები მუსიკის თანხლებით სრულდება. აერობიკა შეიცავს ცეკვის ელემენტებს. მოქნილობასა და გამძლეობაზე ორიენტირებული სხვადასხვა ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა სისტემის სატანადოდ მუშაობას უზრუნველყობს.

 

ზუმბა

ეს ფიტნეს-პროგრამა ჰიპ-ჰოპის, სალსას, სამბას, მერენგეს, მამბოს, ფლამენკოსა და მუცლის ცეკვის ელემენტებს მოიცავს. ასეთმა სუპერ-მიქსმა ზუმბა წონაში კლებისკენ მიმართულ ვარჯიშებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარჯიშად აქცია. ზუმბის ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელია 400-500 კალორიის დაწვა. გარდა ამისა, ზუმბა შესანიშნავი წამიალია სტრესისთვის. ის გეხმარებათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული, პოზიტიური და თავისუფალი.

 

სპინინგი

სპინინგი - ინტენსიური კარდიოვარჯიში ველოსიპედზე, რომელსაც კუნთები ტონუსში მოჰყავს და რომლის დროსაც აქტიურად ხდება წონის კლება.

ეფექტურობის მხრივ, სპინინგს ალტერნატივა არ აქვს. ის ძალისმიერი ვარჯიშების შესანიშნავი შემცვლელია.

 

ტაბატა

ტაბატა - მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში.

გმატებთ ძალასა და გამძლეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს. იდეალურია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ზედმეტი წონა სწრაფად დაიკლონ.

ტაბატას ერთი ვარჯიშის დროს ორგანიზმი 600-დან 800 კალორიამდე წვავს.

ეს მეთოდი იდეალურია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისთვის მოსამზადებლად იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გულის ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები.

 

გაწელვები

ესაა ვარჯშების სისტემა, რომლის მთავარი მიზანიც კუნთებისა და მყესების დაჭიმვა და სხეულის მოქინოლობის მატებაა. ვარჯიშების უმეტესობა მიმართულია კისრის, ხელის, ზურგისა და ფეხის კუნთების დაჭმვისკენ, ასევე მყესების გაჯანსაღებისა და სიღრმისეული კუნთების დაჭმვისკენ.

 

ტაე ბო

მაღალი ინტენსივობის პროგრამა, რომელიც მოიცავს ვარჯიშებს ისეთი დისციპლინებიდან, როგორიცაა კრივი, კარატე და ტაეკვანდო. ტაე ბოში, ამ დისციპლინებს ემატება აერობული ვარჯიშები და კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშები.

ტაე ბო უზრუნველყოფს კუნთების გამკვრივებას, აუმჯობესებას გულ-სისხლძარღვთა სისმტების კოორდინაციასა და მუშაობას, წვავს კალორიებსა და ცხიმს, აუმჯობესებს სხეულის მოქნილობას, ძალას, რეაქციას, ბალანსს.

ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ თავდაცვა და გაუმკლავდეთ სტრესს.

 

კრივი

კრივი - ესაა აერობული და ანაერობული ვარჯშების ერთობლიობა, რომელიც აქტიურ მოძრაობებსა და სპეციალურ სავარჯიშოებზეა დამყარებული.

კრივით დაკავება შეუძლია ყველას, ასაკის, სქესისა და ფიზიკური შესძლებლობების მიუხედავად.

ინტენსიური და ხანგრძლივი ვარჯიში სათანადოდ ტვირთავს ფეხის, ხელის, მკერდის, ზურგისა და პრესის კუნთებს, რის შედეგადაც, დაახლოებით ერთთვიანი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, თქვენი გამძლეობა და კუნთოვანი ტონუსი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

 

კალანეტიკა

კალანეტიკა - ეს არის სტატიკური ვარჯშების კომპლექსი, რომლის დროსაც ხდება კუნთების ყველა ჯგუფის შეკუმშვა და დაჭიმვა.

ვარჯიშების ამ სისტემის წყალობით, აქტიურდება კუნთების ყველაზე ღრმა ჯგუფებიც კი, რაც დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგის მიღების შესაძლებელობას იძლევა.

კალანეტიკა 29 სტატიკური ვარჯიშის ერთობლიობაა, მათი საწყისი კი იოგაა. ამ ვარჯიშების შესრულების დროს, ყველა კუნთი ერთდოულად მოდის მოქმედებაში, ხოლო ამ ვარჯიშის რეგულარულად შესრულების შემთხვევაში, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. შესაბამისად, კალანეტიკა ფიგურის კორექციისთვის სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, კალანეტიკა ეფექტურია ოსტეოქონდროზთან, ასევე კისრისა და ხერხემლის არეში ტკივილთან საბრძოლველად.

კალანეტიკა განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და წონის როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

 

ინტენსიური კარდიო

ბოდი ვორქაუთი

აიკიდო