ტრანსფორმაცია - Prolife-ს ახალი პროექტი


Published on 28 თებ 2018

პროგრამა "ტრანსფორმაცია"

მიზანი

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დაგეხმაროთ წონის კლებაში, კუნთის ტონუსის მატებაში, გამკვრივებასა და თავდაჯერების მომატებაში. პროგრამის მიმდინარეობის 6 კვირის განმავლობაში, თქვენ შესაძლებლობებისა და შეგრძნებების ახალ სამყაროში აღმოჩნდებით, საკუთარ თავში აღმოაჩენთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ამტანობა და ნებისყოფა, გახდებით უფრო ძლიერი და სწრაფი. ისწავლით არა მხოლოდ სწორად კვებას, ასევე საკუთარი ცხოვრების ყოველი დღის სწორად დაგეგმვას, საკუთარ თავთან ბრძოლასა და მიზნის მიღწევას, საკუთარ ცხოვრებას სრულყოფილად აქცევთ.

პაკეტი "ტრანსფორმაცია"     - ესაა დილა ახალი შესაძლებლობებით

                                               - ესაა დღე ახალი ემოციით

                                               - ესაა საღამო ახალი შთაბეჭდილებებით

                                               - ესაა საკუთარ თავში სიახლის ყოველდღიურად აღმოჩენა

 

როგორ მიმდინარეობს "ტრანსფორმაცია"?

1.  განაცხადის შემოტანა

პირველ ეტაპზე, უნდა შეავსოთ ამ გვერდის ბოლოში არსებული ონლაინ ფორმა, რის შემდეგაც, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, გაივლით კონსულტაციას და გაეცნობით პროგრამის დეტალურ პირობებს.

 

2.- მზადება

თქვენ მზადების 3 ეტაპს გაივლით:

I ეტაპი - წინასწარი მომზადება. სანამ დანარჩენი მონაწილეების შერჩევა მიმდინარეობს, თქვენ სახლში ჯდომა და ლოდინი არ მოგიწევთ. თქვენ, წინასწარი მომზადებისთვის, მიიღებთ დავალებას, რომელიც სამომავალო ვარჯიშებისთვის სწორად მომზადებაში დაგეხმარებათ.

II ეტაპი - ინფორმირება. როგორც კი პროექტის მონაწილეთა შერჩევა დასრულდება, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, თუ როდის და სად დაიწყება პროექტის განხორციელება.

III ეტაპი - შესავალი. თქვენ გაივლით გასაუბრებას ჩვენს მწვრთნელებთან, რომლებიც თქვენს ანკეტირებასა და ტესტირებას მოახდენენ, რაც ინდივიდუალური პროგრამისა და კვების რაციონის შედგენისთვის აუცილებელია. გაეცნობით პროგრამის დანარჩენ მონაწილეებს, რომლებთან ერთადაც მზადების პროცესს განაგრძობთ და მომდევნო 6 კვირას გაატარებთ.

 

3. ძირითადი ეტაპი

ძირითადი ეტაპის მიმდინარეობისას, პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად, სწორად შედგენილი პროგრამით, დროს საინტერესო ვარჯშებში გაატარებთ. დაკავდებით როგორც ძალისმიერი ვარჯიშებით, ასევე გაიუმჯობესებთ გამძლეობასა და სისწრაფეს, მოქნილობასა და კოორდინაციას, ხოლო უქმე დღეებში გელით საინტერესო ღონისძიებები ბუნებაში და მრავალი სხვა რამ.

 

პირობები

ღირებულება: 600 ლარი

ხანგრძლივობა: 6 კვირა

მონაწილე თითო ჯგუფში: 3-6

დისციპლინები: კარდიო ვარჯიშები, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები, ძალისმიერი ვარჯიშები, კვება

 

რეგისტრაცია